„საქართველოს ბანკი“ დივიდენდების განაწილებისთვის ემზადება – რაზე იმსჯელებენ აქციონერთა კრებაზე?

“ დივიდენდების განაწილებისთვის ემზადება. საკითხზე სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერები 13 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
ბანკის მენეჯმენტი აქციონერებს სთავაზობს 2023 წლის საბოლოო მოგების ნაწილის 186 მლნ ლარის განაწილებას, თითო ჩვეულებრივ აქციაზე 6.6471 ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის საბოლოო დივიდენდის ნაწილი იქნება.
საბოლოო დივიდენდის ნაწილისთვის სააღრიცხვო თარიღი შეთავაზების მიხედვით 19 თებერვალი იქნება. თუ აქციონერები შეთავაზებას მხარს დაუჭერენ, მაშინ ბანკი დივიდენდების გაცემას 20 თებერვალს დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ