დენის შმიგალი – რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, 7 თებერვლის ღამეს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოჰყვა ქვესადგურები და 750 კვ და 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს ბურშტინისა და დობროტვირის თბოელექტროსადგურებს.
„ქვესადგურები და 750 კვ და 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები თავდასხმის ქვეშ მოექცა – უკრაინის ელექტროქსელის საყრდენი. ატომური ელექტროსადგურის ბლოკები პერსონალმა გადატვირთა. ამ დროისთვის, უკრაინის მასშტაბით საგანგებო გათიშვის 4.5-5 ეტაპიანი გრაფიკია გამოყენებული, ხოლო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში – სპეციალური საგანგებო გათიშვის გრაფიკები“, – აღნიშნა შმიგალმა.
მინისტრის თქმით, „უკრენერგოს“ დისპეტჩერმა პოლონეთიდან საგანგებო დახმარების მოთხოვნის საკითხი გაააქტიურა.
ცნობისთვის, 7 თებერვლის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, დაიბომბა ხმელნიცკის, როვნოს, ტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქები.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?