რამაზ საყვარელიძე – ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თითქმის, გამორიცხულია – ჩვენ ერთპარტიულობისთვის ვართ განწირული

ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თითქმის, გამორიცხულია – ჩვენ ერთპარტიულობისთვის ვართ განწირულები , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, გაერთიანება და კოალიციის შექმნა ყალბი მიზანია.
„ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თითქმის, გამორიცხულია. ერთი პარტიის მომხრე, მეორე პარტიის გვერდით არ დადგება. გახარიას მომხრე „ნაცების“ გვერდით დადგება? მათ ერთნაირი ამომრჩეველი არ ჰყავთ და ვერ გაერთიანდებიან.
ჩვენ ერთპარტიულობისთვის ვართ განწირულები. პარტიებს ბარიერი გადალახული აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვინ იღებს? იღებს ერთი პარტია. კიდევ უფრო გაგრძელდება ეს ტენდენცია – გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი პარტია. ეს ერთპარტიულობაა.
ოპოზიციამ ერთად, რომ გადალახავს ბარიერს, გგონიათ ეტყვიან, რომ თქვენ დააკომპლექტეთ მთავრობაო? მთავრობის დაკომპლექტების პრიორიტეტი, ხომ იმას აქვს, ვისაც მეტი ხმა ექნება. ყალბი მიზანია გავერთიანდეთ და კოალიციას გავაკეთებთ. ვერ გააკეთებენ, ცოტანი არიან“, – განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა ვერ აიღოს, საყვარელიძის თქმით, ოპოზიციას აქვს მოწოდებები ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით და ამავე დროს რეიტინგი არ აქვთ.
„აბა ვინ უნდა აიღოს, ხაბეიშვილმა? მოსახლეობას მოჰბეზრდა არარეალისტური საუბარი. მთელი ოპოზიცია ხომ იძახის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთო, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო და ამ დროს რეიტინგი არ აქვს ამ სიტყვების პატრონს. მოსახლეობას მოჰბეზრდა ასეთი ლაპარაკი. „სახელის გატეხას, თავის გატეხა ჯობია“ “,- განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რა აკეთებს ოპოზიცია არასწორად, პოლიტოლოგი ასე პასუხობს:
„სხვანაირად ვიკითხავ: რას აკეთებს სწორად? ოპოზიციის მხრიდან ერთი პროგრამული დოკუმენტი გინახავთ? პროგრამული განცხადება გინახავთ? პარტიები მიჰყვებიან იმას, რაც პოპულარულია. თავის ნათქვამს კი არ აქცევენ პოპულარულად, რაც ისედაც პოპულარულია იმას უნდათ, რომ მოაჯდნენ“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ რუხაძე: მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!