უხერხულიცაა, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, ზურაბიშვილმა შეიძლება, შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას არც ეხება – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკიმ განმარტა, თუ რატომ არ დაორგანიზდა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ფაშინიანთან.
“არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში, დღესდღეობით, ფორმალურად არსებობს.
ცოტა უხერხულიც არის, როცა სერიოზულ, მაღალი დონის სტრატეგიულო თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გააკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და გადაიტანო ყურადღება იმ თემებზე, რომლებიც, შესაძლოა, უცებ წარმოეშვას სალომე ზურაბიშვილს, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას პირადად არც ეხება. ასე რომ, ამას ნუ დავარქმევთ პიროვნულ დამოკიდებულებას, რეალური სურათი ასეთია,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმარება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, “სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში”.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ