Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ტაივანისთვის პატრიოტის ტიპის რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მასშტაბურ პაკეტს ამზადებს, რის შესახებაც პეკინმა ვაშინგტონი დახურულ კარს მიღმა გააფრთხილა, რომ ეს შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აპრილში ჩინეთში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტს.
რამდენიმე ინფორმირებული წყაროს თანახმად, ვაშინგტონში ჩინეთის ელჩმა, სიე ფენგმა ადმინისტრაცია შეიარაღების გაყიდვების გამო გააფრთხილა. FT-ის ორი წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ჩინეთის გაფრთხილებები ფარსია და პეკინი ტრამპის ვიზიტს არ გააუქმებს.
ვითარებასთან დაახლოებული რამდენიმე პირის თქმით, სამხედრო პაკეტის მოცულობა შესაძლოა 20 მილიარდ დოლარამდე იყოს. თუმცა სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ საბოლოო თანხა ჯერ არ არის განსაზღვრული და შესაძლოა დეკემბერში განხილულ 11 მილიარდ დოლარს უფრო უახლოვდებოდეს.
რამდენიმე წყარო FT-ს უყვება, რომ ადმინისტრაცია პაკეტის საბოლოო სახით დასაკმტკიცებლად კონგრესის წინაშე წარდგანას თებერვლის ბოლომდე აპირებდა, თუმცა ახლა სავარაუდოა, რომ ეს ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მოხდება.
ცნობისთვის, ტაივანის პალრამენტში ოპოზიციური პარტიები მთავრობის მიერ აღნიშნული პაკეტის შესაწყიდათ წარდგენილ თავდაცვის სპეციალური ბიუჯეტის, რომელიც 8 წლის განმავლობაში თავდაცვისთვის დამატებითი $40 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიები კუომინტანგი (KMT) და ტაივანის სახალხო პარტია (TPP) მხარს უჭერენ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ლაი ჩინგ-ტეს ადმინისტრაციის მიზნები გამჭირვალე არაა და მთავრობას არა ბიუჯეტი, არამედ “ცარიელი ჩეკი” სურს.
tabula.ge




