მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის – პაატა მანჯგალაძე ფაშინიანის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც ის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა და რომელშიც აღნიშნა, რომ არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, ამბობს, რომ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის.
“მაღალი თანამდებობის პირებს შორის, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ., არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ჩამოდის და პრეზიდენტს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. რომც სცოდნოდა, რა შეიცვლებოდა, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ეტიკეტი და პროტოკოლია, რომ უნდა აცნობო პრეზიდენტს,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეფასება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამაც.
მუდმივად აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებებით. ამასობაში, არ იყენებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და არ იწყალებს პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს იმედგაცრუებებზე საუბარი და გადავიდეს ქმედებებზე,” – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა