კიევი ვიქტორ ორბანის ვიზიტისთვის ემზადება

უკრაინა მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს ვიზიტის ორგანიზებაზე, – განაცხადა ხუთშაბათს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ.
ეს ორბანისთვის ში პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორბანის მთავრობა, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ განიხილება.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”, ორბანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სტეფანიშინას კაბინეტში დაუდასტურეს.
უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს უნდა შეხვდნენ, სადაც, როგორც პრეზიდენტ ზელესნკის ადმინისტრაციის უფროსი იუწყება, ქვეყნების პირველი პირების შეხვედრაც იქნება განხილული.
ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების გაწევას და სკეპტიციზმი გამოთქვა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ