აი, ფაქტი: ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას

აი, ფაქტი წერს, რომ 2026 წლის 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად შემოვიდა ნავთობტანკერი “სილვარი” (IMO 9291262). გემი, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინამ ტანკერი 2025 წლის 13 დეკემბერს დაასანქცირა. 2024-2025 წლებში ამ გემის მფლობელი და მმართველი კომპანიები, -სა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაასანქცირეს. ამ ფაქტის შემდეგ გემი ინდური კომპანიის მართვასა და საკუთრებაში გადავიდა.
“ტანკერმა, ღია მონაცემთა წყაროების მიხედვით, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა. საქართველოს წყალში მისი სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის ფიქსირდება.