აბუ-დაბიში უკრაინას, -სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

აბუ-დაბიში უკრაინას, -სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამმხრივ ფორმატში გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
„ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი გაცვლა იქნება. აღნიშნული შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობა რეალურ შედეგებს იძლევა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს“, – დაწერა უიტკოფმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!