აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის არხი 2021 წლის შემოდგომაზე შეწყდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.
დიალოგის აღდგენაზე შეთანხმება აბუ-დაბიში შეხვედრას მოყვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექს გრინკევიჩი და სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთიდან და უკრაინიდან.
“სამხედროებს შორის დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობაში, რომლის მიღწევაც მხოლოდ ძალით შეიძლება, და საშუალებებს გვაძლევს გამჭვირვალობისა და დეესკალაციის გაზრდისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?