რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა აბუ-დაბიში ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მონიტორინგის შესაძლებლობები განიხილეს

უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა აბუ-დაბიში ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო ქმედებების შეჩერების მონიტორინგის შესაძლებლობები განიხილეს.
ამის შესახებ მოლაპარაკებების კომუნიკეშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი აქვეყნებს.
“საუბრები კონსტრუქციული იყო და ფოკუსირდებოდნენ იმაზე, თუ როგორ შეიქმნას პირობები მყარი მშვიდობისთვის.
დელეგაციებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც როგორც რუსეთის ფედერაცია ისევე უკრაინა 157 ომის ტყვეს გაათავისუფლებენ. ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთ თვეში.
ორი დღის მანძილზე დელეგაციებს ფართო სპექტრის საუბრები ჰქონდათ დარჩენილ ღია პრობლემებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის განხორციელების მეთოდებზე და საბრძოლო ქმედებების შეჩერების მონიტორინგზე,” – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ დელეგაციები ანგარიშებს ჩაიტანენ თავიანთ დელეგაციებში და შემდგომ კვირებში გააგრძელებენ სამმხრივ საუბრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?