ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის მდგომარეობა კრილოვის იგავივითაა – როგორც არ უნდა დასხდნენ, გადალაგდნენ და გადმოლაგდნენ, მათგან საქართველოს სასარგებლოდ ორკესტრირებული მუსიკა ვერ გამოვა – მათ შორის ვერც ევროპის ჰიმნს ვერ დაუკრავენ

ოპოზიციის მდგომარეობა კრილოვის ცნობილი იგავივით არის – როგორც არ უნდა დასხდნენ, გადალაგდნენ და გადმოლაგდნენ, მათგან საქართველოს სასარგებლოდ ორკესტრირებული მუსიკა ვერ გამოვა – მათ შორის ვერც ევროპის ჰიმნს ვერ დაუკრავენ, – ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, კარგა ხანია, ოპოზიციის რიგებშია.
„ის მყარად არის ჩაწერილი ოპოზიციის რიგებში, ხოლო კიდევ როგორ უნდა ჩაეწეროს, ეს ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხია. ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ოპოზიცია რას და როგორ მოახერხებს. გამომდინარე აქედან, დაასრულებს თავის ვადას როგორც პრეზიდენტი თუ რომელიმე პარტიის სიაში ჩაეწერება, არ მგონია ეს საქართველოს პოლიტიკის სურათს გლობალურად ცვლიდეს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ავაზაკმა ქართულმა ოცნებამ გაძარცვა ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, სცემა მოსახლეობას, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, უამრავი ქართველი წასულია ემიგრაციაში ევროპაში და მათაც სამოქალაქო უფლებებს უზღუდავენ