საუკეთესო მეგობრები ბიოლოგიური დები აღმოჩნდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კასანდრა მედისონი და ჯულია ტინეტი კონექტიკუტში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს პირველად 8 წლის წინ, საერთო წვეულებაზე შეხვდნენ. ისინი დამეგობრდნენ, 8 წლის შემდეგ კი 32 წლის მედისონმა და 31 წლის ტინეტმა გაიგეს, რომ ისინი ნამდვილი დები არიან.
რადგანაც ისინი ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, საერთო ნაცნობები ხშირად დებად მოიხსენიებდნენ. ერთ დღესაც კი ხუმრობაში თავადვე იმდენად დაეჭვდნენ, გადაწყვიტეს, დნმ-ტესტი გაეკეთებინათ. მანამდე ორივე ფლობდა ინფორმაციას, რომ კასანდრაც და ჯულიაც შვილად აყვანილები იყვნენ. დნმ ანალიზის მიხედვით, მათ ბიოლოგიურ მონაცემებს შორის 100%-იანი მსგავსება დაფიქსირდა. პარალელურად, დადგინდა, რომ ორივე დომინიკელთა რესპუბლიკაში, ოღონდ, სხვადასხვა ქალაქში დაიბადა. ტესტის დახმარებით დები კონექტიკუტში მცხოვრებ სხვა ნათესავებსაც დაუკავშირდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, ნათესავების უმეტესობა კვლავ დომინიკელთა რესპუბლიკაში ცხოვრობს.
„აღმოჩენამ ჩვენი კავშირი კიდევ უფრო ძვირფასი გახადა. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ ამ ახალი ცოდნით ცხოვრება უფრო საინტერესო და მშვენიერია. ერთმანეთს ოჯახები უკეთ გავაცანით, ბავშვობის ისტორიები გავიხსენეთ და მივხვდით, რომ სწორედ ის დაკარგული ნაწილი ვიპოვეთ, რომელიც მთელი ცხოვრება გვაკლდა”, – ამბობს კასანდრა მედისონი.
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი
VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა