გუბაზ სანიკიძე: იმ ოპოზიციონერებს მივმართავ, მიშას ციხეში გადაყვანა რომ უნდათ და საკუთარი შარდი ვენაში დააქვთ, რადგან ქართველ ექსპერტებს არ ენდობიან, ეგ რანაირი სამართალია?

ეს ორი ფიგურა, და წყვეტს ამ ქვეყნის ბედს და ს შედეგებიც ამ ორი ფიგურის გარშემო ლაგდება. ძალიან არათანაბარ პირობებში არიან. ერთი არის ძალიან „გაგულავებული“, ოლიმპოელი ღმერთია ბიძინა, ღრუბლებში ცხოვრობს და ქუსლებს ვუყურებთ მარტო მისას და მიშა ჰყავთ ჯოჯოხეთში ჩაგდებული, დატუსაღებული, ტყვედ არის ჩავარდნილი. მიუხედავად ამისა, თანაბრად მიდიან ახლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლებაზე გავლენის დაკარგვის შიშით არის გამოწვეული. გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდს ჩრდილიდან ვეღარ მართავდა.
„ბიძინა ივანიშვილი მობრუნდა შიშების გამო. მას უნდა, რომ ხელისუფლებაზე გავლენა შეინარჩუნოს, იმიტომ, რომ მას ეშინია რაღაცების. როდის ეშინია ადამიანს, როდესაც რაღაცები მიქარული აქვს ხომ ?! საერთო შიში იქ არის, რომ ამ გუნდით და ამ რეალობით „ქართლი ოცნება“ ვერ მოიგებს. მრჩევლები ჰყავს, მოშე ჰყავს, მე რამდენადაც ვიცი, მან ურჩია, რომ მობრუნდეს, იმიტომ, რომ სისხლიანი 9 წელი აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში, სისხლიანი ბანერები აღარ მუშაობს, ამიტომ რჩევა აქვს ასეთი, რომ თვითონვე ჩაებას. საბოლოო ჯამში, ბიძინას პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს უკვე ელექტორალური პრობლემა, იმიტომ, რომ ფრაგმენტირება დაიწყო ბიძინას ამომრჩეველმა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილს შიში აქვს მათ შორის იმის, ზედმეტად ხომ არ ხდება ს გაძლიერება და რუსეთსსა და ჩინეთთან დაახლოება.
„ბიძინა ივანიშვილი ვეღარ მართავს ჩრდილიდან და ფარდის უკნიდან, როგორც მართავდა. ყველაზე კომფორტულად ის სიბნელეშია და გამოქვაბულიდან მართვა ურჩევნია. ის საჯარო პირი არ არის, ძალიან დიდი შიშები და ფობიები აქვს კამერების, ჟურნალისტების, შენაცვლებული შეკითხვების, თუ შეთანხმებული არ არის, იბნევა ხოლმე. ის იძულებული გახდა გამოსულიყო, იმიტომ, რომ იშლება და ეროზირება ხდება მისი პოლიტიკური გუნდის. ერთმანეთს დაერივნენ „ძველი ქოცები“ და „ახალი ქოცები“ – „ძველი ქოცები“ ღარიბაშვილის გარშემო არიან, „ახალი ქოცები“ კობახიძის გუნდია. მერე ეჭვებია, ღარიბაშვილი ზედმეტად ხომ არ გაძლიერდა, ზედმეტად ხომ არ დაუკავშირდა რუსებს, ჩინელებს. ბიძინას სულ შიში აქვს, რომ თამაშგარე არ აღმოჩნდეს. მერე კორუფციის თემაც არის, იმიტომ, რომ უზომოდ „თქვლეფენ“ უკვე, აქამდე რეგლამენტირებული იყო, „თქვლეფის“ უფლება კი მარტო ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ ქვეყანაში, მის გარეშე არ შეიძლება. ფულს რომ იან ასეთი ადამიანები, მერე შეიძლება ბიძინობაც მოინდომონ, გააზატებული მონების თემაა.
საბოლოოდ, კარგი პროცესია ბიძინა რომ მობრუნდა, ცუდი არ არის. მე ველოდები, რომ ვიღაცებს შეავიწროებს, ვიღაცებს რაღაცებს უზამს. არ არის გამორიცხული, რომ კორუფციული სკანდალებიც ვიხილოთ“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში 2020 წლის არჩევნების შეცდომას არ გაიმეორებს და მონაწილეობის მიღებას ყველა დამოუკიდებლად არ შეეცდება.
„არ მგონია, მრავალპოლუსიანი იყოს, ორი პოლუსი იქნება ისევ, მაგრამ ამ ორ პოლუსს შორის შეიძლება შეიქმნას რაღაც მიზიდულობის ცენტრი, რომელმაც შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს და მე ამის იმედი მაქვს. ასევე, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020 წლის არჩევნების შეცდომებს, როცა, ფაქტობრივად, მოგებული არჩევნები წავაგეთ, ჩვენი პოლიტიკური ამპარტავნებისა და მოკლე ხედვის გამო, ცალ-ცალკე რომ გავიდა ოპოზიცია.
ლელო, მელია, გვარამია, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე , ხატია დეკანოიძე, და ა.შ. არ ვიცი, ეს რა ერთობა იქნება, მაგრამ თუ გააკეთებენ, ეს იქნება სტრატეგიული ნაბიჯი გადადგმული გამარჯვებისკენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კითხვაზე, რას შეცვლიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არჩევნების მოგებას შეძლებს: „რომ დაიწყებს აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან, ლაგოდეხიდან ან ზუგდიდიდან მიშა შეხვედრებს ხალხთან, ხომ წარმოგიდგენიათ…“
ამასთან, ის აკრიტიკებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გასულ არჩევნებში მარცხი სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით იყო განპირობებული და ამ მოსაზრებას „სრულ ბოდვას“ უწოდებს.
„ბოდვაა, ნარკოტიკია, რაღაცას ვიღაც იყნოსავს, რომ მერე ამნაირ რაღაცას ბოდავს, რომ თურმე ამ ადამიანებს, ვინც ამას ლაპარაკობს, გამარჯვების დროშა ხელში ეჭირათ და მიშამ ჩამოირბინა და წაართვათ ეს დროშა. ეს არის სისულელე და სიბრიყვე. ამ ბოლო დროს აღარ ამბობენ ამას, მე მგონია მიხვდნენ, რომ სისულელეს ბოდავენ. შემთხვევით ეს ხალხი ხომ არ უშლის მიშას ხელს? მე რომ მკითხოთ უშლიან! გამოკვეხებულები არიან ასე და სისულელეებს ბოდავენ. ვისაც უნდა ეწყინოს! შემთხვევით თვითონ ხომ არ უშლიან გამსხვილების პროცესს, გაერთიანების პროცესს, დიდი მოძრაობის პროცესს ? საკუთარ ინტერესებზე ხომ არ ფიქრობენ უფრო ? რა მოტივაციით არიან მოსულები, რა მოტივაციის ლიდერები არიან, როდის და რა მომენტში არ მოეწონათ ბიძინა, პირადი საფრთხეები რომ იგრძნეს მაშინ?
იმ ოპოზიციონერებს მინდა მივმართო, მიშას ციხეში გადაყვანა რომ უნდათ, საკუთარი შარდი რომ დაჰქონდათ ვენაში ჩასაბარებლად და ქართველ ექსპერტებს რომ არ ენდობოდნენ, ეგ რანაირი სამართალია? მიშა თურმე უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ შარდის ანალიზი ვენაში უნდა აიღონ, ეს რანაირი კაცობაა?!“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – დღეს არაფერი მთავრდება, დღეს იწყება ახალი ეტაპი – დღეიდან ეს იქნება თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა