“[ფასების შემსწავლელი] კომისიის 8 წევრიდან 7 მილიონერია.
როგორ დასცინის მდიდრების პარტია ღარიბ ქართველ ხალხს მხოლოდ ამ ფაქტიდანაც ნათლად ჩანს. მაღალი ფასები ამ ხალხმა უნდა იკვლიოს:
• შოთა ბერეკაშვილი 2,4 მილიონიანი კერძო სახლით და წელიწადში 5,4 მლნ. შემოსავლით.
• ნინო წილოსანი 256,000 ლარიანი მანქანით და 340,000 ლარის ქეშით.
• მაია ბითაძემ 125,000 ლარი მხოლოდ 3 წელში შვილების სწავლაში გადაიხადა (ევროპაში)
• პაატა კვიჟინაძე 1,2 მლნ.ის ქონებით
• ვახტანგ თურნავა – 564,000 ლარის ღირებულების 7 საათით, 200,000$ ბიტკოინით და 1,3 მილიონის ქეშით.
• ზაზა ლომინაძე; – 240,000 ლარის ნაღდი ფულით სახლში.
• გელა სამხარაული – ნახევარი მილიონი ლარის ნაღდი ფულით და 17 მიწის ნაკვეთით. 180,000 ლარი მხოლოდ შვილების სწავლაში დახარჯა. (5 წელში)
• ილია ინჯია – 4,2 მილიონის უძრავი ქონებით და 469,000 ლარის ნაღდი ფულით. 25,000 $ ცეცხლსასროლი იარაღებით” – წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია.
• ქართული ოცნება: ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე, გელა სამხარაული
• გახარია-საქართველოსთვის: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე
• ხალხის ძალა: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი
• ევროპელი სოციალისტები: ილია ინჯია




