პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს – საიტზე შესვლისას ჩნდება წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდება თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”.
გავრცელებული ინფორმაციით, Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.
დილიდან არ მუშაობს ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც. გუშინ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ