ანა წითლიძე – მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი – საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის გამოწვევაზე რომლის წინაშეც დგანან ევროპის ზოგიერთი ქვეყნები, მათ შორის ბელარუსი. როგორც წითლიძემ აღნიშნა, ბელარუსის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია პატიმარ ს გახსენებაც, რომელიც, წითლიძის განცხადებით, „ს პირადი პატიმარია“.
„მინდა პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ბელარუსელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებული მადლობა სვეტლანა ტიხანოვსკაიას. მე მესმის, რამდენად რთული, საშიშია ბრძოლა, რომელშიც თქვენ ხართ, ხანდახან ჩანს, რომ იმედი არ არის, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხართ სიმბოლო, გმირი არა მხოლოდ ბელარუსელი ხალხისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დემოკრატიის სჯერა.
ს აგრესიის შემდეგ, ში დემოკრატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დემოკრატიის იმედგაცრუებაა. ამ გამოწვევების სათავეში დგას ბელორუსი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბელორუსიის დემოკრატიულ განვითარებაზე, უნდა გვახსოვდეს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ადამიანი, რომელმაც გააკეთა ძალიან ბევრი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიისთვის. მისი სახელი მიხეილ სააკაშვილია.
ის ახლა ციხეშია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბრძანებით. ის იყო პირველი, ვინც 2008 წლის პუტინის რუსეთის სამხედრო აგრესიას წინ აღუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან.
ამ გამოწვევების აღსავსე დროს, რომლის წინაშეც დგას ევროპა, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად და გავიმარჯვოთ ერთად. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ. დემოკრატია გაიმარჯვებს.” – განაცხადა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
ანა წითლიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება