მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ლოგისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს – ლევან ჟორჟოლიანი

მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ლოგისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს – ლევან ჟორჟოლიანი
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოგისტიკა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობს მსოფლიო მთავრობათა სამიტში. პრემიერი სამიტზე ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოგისტიკა. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ ინვესტიციას დებს ქვეყანა ამ მიმართულებით, როგორებიცაა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალების მშენებლობა, საპორტო ინფრასტრუქტურა. პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბროს ისეთ თემებზე, როგორიც არის ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის პრიორიტეტი მთავრობისთვის. მთავრობის დელეგაციის წევრებს, დარგობრივად, ექნებათ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების საშუალება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)