Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა – ლიდერობენ ქართველი მყიდველები

Eagle Hills-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი მუჰამედ ალაბარი:

„გამოხმაურება, რომელიც Tbilisi Waterfront-მა მიიღო გამორჩეულია და ნათლად ასახავს საქართველოს ბაზრის სიძლიერესა და საზოგადოების ნდობას ჩვენი პროექტისადმი. თბილისი უნიკალური ქალაქია. ეს პროექტი კი გამოხატავს ჩვენს ხედვას და ვალდებულებას – განვავითაროთ მაღალი ხარისხის პროექტები, რომელიც საზოგადოებისთვის ფასეულ ღირებულებას შექმნის.“
თბილისი, საქართველო – Eagle Hills Georgia-მ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო: „Tbilisi Waterfront“ საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების პირველი ფაზით გათვალისწინებული ერთეულები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა. გაყიდვების დინამიკა, რომელსაც მაღალი მოთხოვნა და მყიდველთა ინტერესი განაპირობებდა, გაყიდვების მეორე დღესაც გაგრძელდა და დამატებით გამოშვებული ერთეულებიც მთლიანად გაიყიდა. გაყიდვების დასაწყისმა ნათლად აჩვენა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისადმი ნდობა.
პროექტის პირველი ფაზა 300-ზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს მოიცავდა და აერთიანებდა პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მდინარის ხედებით. საცხოვრებლებთან ერთად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს უმაღლესი კლასის Bristol Hotel-ს, ლუქს ბრენდირებულ რეზიდენციებს, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და მის პრემიუმ ხარისხს ამყარებს. გასაყიდად გამოტანილი ერთეულების თითქმის 60% ქართველმა მყიდველებმა შეიძინეს. ეს ფაქტი ადასტურებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს და რწმენას „Tbilisi Waterfront“-ის, როგორც გამორჩეული საცხოვრებელი პროექტის მიმართ, ასევე თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, პროექტმა საერთაშორისო მყიდველთა ინტერესიც დაიმსახურა, რაც საქართველოსდამი ინვესტორების ნდობასა და პოტენციალზე მიანიშნებს.
საცხოვრებელი სივრცის მიღმა, „Tbilisi Waterfront“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კატალიზატორს როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის საერთო ინვესტიციით, პროექტი გრძელვადიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა და მოსალოდნელია, რომ არსებით წვლილს შეიტანს ეროვნული მშპ-ს ზრდაში, სამშენებლო საქმიანობის, სტუმარმასპინძლობის, საცალო ვაჭრობისა და ქონების მართვის სფეროებში გრძელვადიანი ოპერაციების, ასევე ირიბი ეკონომიკური ეფექტების გზით.
წარმატებული დასაწყისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Eagle Hills-ის პროექტების მნიშვნელობას საქართველოში. „Tbilisi Waterfront“-ის პარალელურად, Eagle Hills Group აგრძელებს პროექტის Gonio Yachts & Marina განვითარებას. 260 ჰექტარზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, უმაღლესი კლასის სასტუმროებს, პარკებსა და მწვანე სივრცეებს. გონიოს პროექტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაიწყება. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.7 მილიარდ დოლარს აღემატება და მიუთითებს Eagle Hills-ის გრძელვადიან ვალდებულებას საქართველოში მაღალი ხარისხის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების და სანაპიროს განვითარებებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)