“სომხეთში LGBT თემის აღლუმზე ინფორმაცია ტყუილია” – ფაშინიანის პრესსპიკერი – Netgazeti • ლგბტ თემი • • სომხეთი • Netgazeti.ge

ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი განცხადებით ეხმაურება, რიგ აზერბაიჯანულ [haqqin.az], თურქულ [CGTNTURK-] და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაუჭირა მხარი 7 აპრილს ერევანში ლგბტ საზოგადოების აღლუმის ჩატარება, რაც მისი განმარტებით, არ შეესაბამება რეალობას.
“გავრცელებული მასალა შეიცავს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციური ჩარევის (FIMI) განსაკუთრებულ ნიშნებს და წარმოადგენს ჰიბრიდული ზეგავლენის კამპანიის კომპონენტს.
გამოცემის [თურქული] ავტორი, ოკაი დეპრემი, ადრე მრავალჯერ იყო ავტორი გავრცელებული სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ არასანდო და მანიპულაციური ინფორმაციისა, რაც დადასტურებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციების მიერ.
ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაქვეითება, განსაკუთრებით არჩევნების წინ” – ნათქვამია განცახდებაში.
ტელეკომპანია “იმედმა” და “Postv”-მ დღეს გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არაპოპულარული თურქული მედია გამოცემის ავტორსა და სომხეთის ლგბტ თემის საკითხებზე შექმნილ ყალბ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, თითქოს, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა LGBT თემის აღლუმი დააანონსა.
მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არცერთი სომხური მედია გამოცემის, მითუმეტეს, სომხური ოფიციალური წყაროების მიერ.
, განსაკუთრებით, უკანასაკნელ პერიოდში საკუთარ თავს დასავლურ და არატრადიციულ ლიდერად წარმოაჩენს. შესაბამისად, LGBT აღლუმის თემის მისთვის “მიწებებით” “ოცნების” პროპაგანდა ქართულ საზოგადოებაში ირიბი შიშის განცდას აჩენს, თითქოს სომხეთი „არასწორი გზით მიდის“.

ასევე დაგაინტერესებთ