სოფიაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ დავლაძემ (-90 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელი ანტონ დიმიტროვი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ნიკოლოზ დვალაძემ მონტენეგროელ, ავსტრიელ და ხორვატ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ბერძენ ათანასიოს მილონელისთან დათმო.




