სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთის უკანასკნელ შეთავაზებაზე აზერბაიჯანს პასუხი ჯერ არ გაუცია – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთს აზერბაიჯანის მხრიდან ჯერ არ მიუღია პასუხი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 4 იანვარს გაგზავნილ შეთავაზებებზე, – ამის შესახებ მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადა.
“პირისპირ მოლაპარაკებების გარეშე, ერევანი და ბაქო აგრძელებენ წინადადებების გაცვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხზე. 25 დეკემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის მხრიდან წინადადებები მიიღო, 10 დღეზე ნაკლებ დროში კი აზერბაიჯანულ მხარეს სომხეთის შესაბამისი წინადადებები გადაეცა. ბაქოს ბოლო წინადადებების მიღების შემდეგ, ერევანმა განაცხადა, რომ მასში გარკვეული რეგრესი შეინიშნება“, – წერს სომხური მედია.
დასავლეთი მხარეებს გრძელვადიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებს. “ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი” – აცხადებს -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში