თბილისში 55 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში 55 წლამდე კაცი მოკლეს. ინფომაციას ამის შესახებ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1971 წელს დაბადებულ პირს ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

შსს- დაკავებულია 6 არასრულწლოვანი, რომელთაც თბილისში, სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს, ერთ-ერთი ბრალდებული კი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლა