Who’s Next-ზე ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზედაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ.
სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით, აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: Newtorso; god__era, „კოსმო“; „რუმორი“; Patsatsia Nini და „კაბა“.
Who’s Next მოდის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც პარიზში წელიწადში ორჯერ იმართება. შოურუმს ყოველ სეზონზე 45 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა 70% ვერიფიცირებული შემსყიდველია.
Who’s Next-ზე წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრები, ისე ცნობილი ბრენდებიც. მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიებაში მონაწილეობა, ქართველ დიზაინერებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ ტრენდებს, მარტივად დაუკავშირდნენ ბაიერებსა და გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან