შსს – დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამი აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ ა.მ.-მ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო