საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობებისშესაქმნელად, , კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადასმართავს.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 160-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა. ოლიმპიადის შესარჩევიტური მათემატიკასა და ფიზიკაში ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 800-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტურში მონაწილეობამდე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს, მიეღოთ რჩევები საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელებისგან, გასცნობოდნენ ამოცანების სტრუქტურას და მათი ამოხსნის ეფექტურ მეთოდებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, ონლაინ ტურში ფიზიკის და მათემატიკის ტესტებში მიღებულ შედეგებზედაყრდნობით, ტურში მონაწილე სკოლების 50% გადავა I ტურში.
პირველი ტური დასწრებულ ფორმატში, ფიზიკასა და მათემატიკაში ჩატარდება, სადაც საუკეთესო შედეგისმქონე 10 სკოლა გამოვლინდება და ისინი ფინალურ ტურში იასპარეზებენ. ფინალურ რაუნდში მოსწავლეებიგუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები გაუძღვებიან.
ინფორმაციისთვის, , კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ატარებს – პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge