ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით, მათ სურთ სესხები და მაღალი შენატანები, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში დამარხავს – ორბანი
ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისივე თქმით, უნგრეთი ამ თამაშებში არ ჩაერთვება.
„ჩვენ უარს ვაცხადებთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და უფრო მაღალი შენატანები, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში დამარხავს,“ – წერს ორბანი.
1tv.ge




