ყოფილი დეპუტატი ხსნის, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ეუთოს მექანიზმის ამოქმედებას

“ეს არ არის უბრალოდ მორიგი მკაცრი საერთაშორისო პროცესი. ეს არის მექანიზმი, რომელიც აფასებს რეჟიმის ანტიდემოკრატიულობის მასშტაბებს და მაღალი ალბათობით დაადგენს კონკრეტულ დანაშაულებს”, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი აცხადებს ეუთოს მხრიდან საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ეუთო-ს 24-მა ქვეყანამ მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ეს ავტომატურად არ გამოიწვევს “ოცნების” ყველა ლიდერის სანქცირებას, მაგრამ მნიშვნელოვნად დააჩქარებს პერსონალურ სანქციებს.
“გამოძიება და მისი დასკვნა ოცნებას საერთაშორისო სისტემაში აქცევს კეთროვნად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი!? ბოლო პერიოდში რეჟიმის მთავარი ამოცანა საერთაშორისო არენაზე არა ევროინტეგრაციის აღდგენა, საერთაშორისო დემოკრატიული ლეგიტიმაცია ანდა -თან ურთიერთობების „გადატვირთვაა“. მისი რეალური მიზანი არის ცალკეულ ქვეყნებთან ტრანზაქციული კავშირების აღდგენა და შენარჩუნება. სრული იზოლაციის პირობებში ეს შეუძლებელი ხდება. რეჟიმი ვეღარ გამოიყენებს საქართველოს სანქცირებული და უკანონო კაპიტალის გასათეთრებლად (ყულევი, ე.წ. არაბული „ინვესტიციები“ და სხვ.) და დაკარგავს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფინანსურ რესურსებს! ასეთი უსიცოცხლო სისტემა არც რუსი ოლიგარქებისთვის არის საინტერესო და რუსული რეჟიმისთვისაც ზედმეტი
ტვირთი და თავი სტკივილია”, – აცხადებს .
გაიგეთ მეტით ეუთოში ამოქმედებულ ახალ მექანიზმზე.

ასევე დაგაინტერესებთ