დედაქალაქის ბიუჯეტი 296 420 100 ლარით გაიზარდა. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტი ჯამში 2 მილიარდ 506 978 300 ლარს შეადგენს.
საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.




