“კეკელიძეზე ოჯახის გამომსახლებელი მევახშე გადასახადებს იხდის? თუ “ფულის კეთება” არ იბეგრება ამ ქვეყანაში?” – გვარამია

ვამტკიცებთ: მევახშეს თუ დამატებითი რეგულაციები დაუწესდა (საპროცენტო ზღვარი, აღსრულების რაციონალური წესი და ა.შ.), ფულს საერთოდ აღარ გაასესხებენ და უკიდურესი საჭიროების ხალხი დარჩება უფულოდ
ვპასუხობ: და აბა რას იზამენ მევახშეები, რამე სხვა იციან, უკეთესად დააბანდებენ ფულს თუ რამე ახალს მოიფიქრებენ? არა – ნაკლები შემოსავლით გააგრძელებენ იგივე ბიზნესს. არავინ არ ითხოვს აკრძალვას, ნორმალურ პირობებში მოქცევას ვითხოვთ. ისიც ეყოფათ, რომ ფაქტიურად მიკროსაფინანსო საქმიანობას ეწევიან საგადასახადო იურისდიქციის მიღმა.
ps და ისე, კეკელიძეზე ოჯახის გამომსახლებელი მევახშე გადასახადებს იხდის მისი სამეწარმეო საქმიანობისთვის? ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული? თუ “ფულის კეთება” არ იბეგრება ამ ქვეყანაში?

ასევე დაგაინტერესებთ