დევიდ კემერონი – ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს

ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„როგორც მე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, ღაზაში გაცილებით მეტი სატვირთო მანქანის შესვლა უნდა იყოს შესაძლებელი და მეტი გადასასვლელი უნდა გაიხსნას. ჩვენ დახმარების შესატანად, მძევლების გამოსაყვანად და შემდეგ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სასწრაფო ჰუმანიტარული პაუზა გვჭირდება“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გამოიწვევს.
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია