დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა – ტრამპი

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა – ტრამპი
-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა „ძალიან სახიფათოა“.
„მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა“, – თქვა -ის პრეზიდენტმა მეუღლის, მელანია ტრამპის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბრიტანეთის მიერ ჩინეთთან ბიზნეს კავშირების გაძლიერებაზე.
ამასთან, როგორც მედია წერს, თავად ტრამპი ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს აპრილში გეგმავს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შედეგად, ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმა. მედიის ცნობით, ხელშეკრულებები ეხება თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობას ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, შინ მოვლისა და სპორტის ინდუსტრიის სფეროებში. შეთანხმება ასევე მოიცავს ბრიტანეთიდან ჩინეთში ექსპორტის გაფართოებასა და ბრიტანეთისა და ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური სავაჭრო კომისიის თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს