“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

„მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას.
ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე. ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა.
ამის შემდეგ , სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება” [TV პირველი] | თქვა სასამართლო სხდომაზე ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით შარაშიძემ.
🔴 დღეს, პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით შარაშიძე ბრალს აღიარებს. კითხვაზე, თუ რატომ სცემა მან პოლიციელი, ადვოკატი პასუხობს: „სიმართლე რომ ვთქვა, გაშველებას ცდილობდა“.
🔴 28 იანვარს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს, 2 ადამიანზე კი ძებნა გამოაცხადეს, მათ ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი ჟურნალისტის, ლადო მენაბდის ინფორმაციით, სუფრაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე, “ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ე.წ კანონიერი ქურდი, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და პოლიციელი გოგა ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ. ჟურნალისტის ინფორმაციით, შარაშიძემ მის წინამორბედს, ირაკლი კუჭავას, პოლიციელის თანდასწრებით შეაგინა და ჩხუბიც ამას მოჰყვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და მოქმედი მერის მოადგილის, ბიძინა ცინცაძის მამა გია ცინცაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახლიდან იარაღი ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?