სოფო ბუკია: ვთქვათ, დედაჩემი ემიგრანტია და ყოველ თვე მიგზავნის 100 დოლარს…

ჯემნიუსის მთავარი რედაქტორი სოფო ბუკია:
იურისტებს ვკითხე და თქვენც გიზიარებთ, რადგან მეგობრებში ბევრი მყავს ემიგრანტი და ემიგრანტების ოჯახის წევრი.
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:
ვთქვათ, დედაჩემი ემიგრანტია და ყოველ თვე მიგზავნის 100 დოლარს. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ვცხოვრობ, ვთქვათ, ზესტაფონში და ვმუშაობ მაღაზიაში კონსულტანტად.
ერთხელაც ფეისბუკზე დავწერე, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს; ან გავაკრიტიკე ზესტაფონის მერი; ან დავწერე, რომ სოფელში წყლის პრობლემაა და ამაში მთავრობა დავადანაშაულე ან რამე სხვა მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური პოსტი გამოვაქვეყნე.
ასეთ შემთხვევაში ახალი კანონი შემეხება მეც! წარმოგიდგენიათ?!
ანუ თავზე რომ გადამიაროს, ვთქვათ, სოფლის გამგებელმა, ვერ გავაკრიტიკებ. ან უბრალოდ რომ მომინდეს, ჩემი აზრი გამოვთქვა პოლიტიკურ პროცესზე, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან თავისუფლად შეიძლება დედაჩემის გამოგზავნილი 100 დოლარი უცხოურ გრანტად გაასაღონ და 6 წლით გამასამართლონ. თუ მოუნდათ, ეს კანონი ამის საშუალებას იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

პაპუაშვილი 17 წელი იღებდა გერმანიისგან ხელფასს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში