ზურაბ ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი

ჩემი გულ­წრფე­ლი აზ­რით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი – ცხა­დია, მას და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად მეტი ფული აქვს მო­პა­რუ­ლი, ვიდ­რე ჩვენ იმ სე­იფ­ში ვნა­ხეთ, მაგ­რამ ის არის და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით, – ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­წყა­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამას მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არ წყვეტს.

„ჩემი გულ­წრფე­ლი აზრი არის, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­გორც ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში, არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე არ მგო­ნია, მას კრი­მი­ნა­ლი და და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ცხა­დია, მას და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად მეტი ფული აქვს მო­პა­რუ­ლი, ვიდ­რე ჩვენ ვნა­ხეთ იმ სე­იფ­ში. გა­ცი­ლე­ბით მეტი აქვს მო­პა­რუ­ლი, მაგ­რამ ის არის და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით და ამი­ტომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი ჩემ­თვის. შე­ი­წყა­ლებს თუ არა არ ვიცი, არა მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მა­გას არ წყვეტს, ისე­ვე რო­გორც არ წყვეტს არა­ფერს სა­ერ­თოდ,“ – გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა – მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილს ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე ჩა­მო­ერ­თმე­ვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხა.