ალექსანდრე რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი მათგანი [ოპოზიციონერი] საერთოდ ბიძინასთან შეთანხმებულად ზის იმ ციხეში. […] მაგალითად გვარამია

“დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი მათგანი [ოპოზიციონერი] საერთოდ ბიძინასთან შეთანხმებულად ზის იმ ციხეში. […] მაგალითად გვარამია. […] ახლა ქართული ოცნება დებატებს რომ იწყებს, არ იქნებოდა ურიგო, ზოგადად, რომ იგივე დებატები ყოფილიყო ოპოზიციის მხარეს. მთავარი რაც მე გავიგე ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე სიმპტომატური არის ფული და ფულის წყარო. გვარამია გამოირჩევა იმით, რომ 10-ით მილიონი დახარჯა 2024 წლის არჩევნებში, დახარჯა ექსკლუზიურად იმისთვის, რომ მიშასთვის წაერთმია ხმები და არა ბიძინასთვის. ანუ ნაცების ხმები გაიყო. საბოლოო ჯამში, დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა დარჩა წარმომადგენლების გარეშე პარლამენტში, საკრებულოებში, დარჩა ტელევიზიის გარეშე, მთავარი დაიხურა, ტელევიზიის შენარჩუნებას მარტო გვარამიას ხელფასიც კი ეყოფოდა. და რაც მთავარია, ის 10-ით მილიონი არც კი დაიბლოკა. ჩვენს რეალობაში 1000-2000 ლარიც კი იბლოკება. ჩვენი პარტიის მაგალითზე ვიცი, რომ პრობლემა აქვს ხოლმე ბიზნესმენს, რომელსაც შეიძლება მილიონები ჰქონდეს, რამდენიმე 1000 ლარი თვეში შემოწიროს. ფული არის ყველაზე რთული რაღაც, რაც შეიძლება იშოვო ჩვენს პოლიტიკაში, თუ პატიოსნად აკეთებ ამას. ხოდა, ვინ დამაჯერებს, რომ გვარამიამ 40 მილიონი იშოვა და ქოცებს ამაზე პრობლემა არ შეუქმნიათ. სანამ ამ კითხვაზე არ იქნება პასუხი, თუ არ აღმოჩნდა რაღაც სასწაული, გზა, [რა შემთხვევაშიც] უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს”. – თქვა პარტია გირჩის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა TV პირველის ეთერში