ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი: რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე ახა­ლი თავ­დას­ხმის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

  • „ვი­ცით, რომ რუ­სე­ბი ახა­ლი თავ­დას­ხმის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. დაზ­ვერ­ვა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის. ამე­რი­კამ, ევ­რო­პამ და ყვე­ლა ჩვენ­მა პარტნი­ორ­მა უნდა გა­ი­გონ, თუ რო­გორ ახ­დენს ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ყვე­ლა რუ­სუ­ლი დარ­ტყმა“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ყვე­ლამ, ვი­საც ნამ­დვი­ლად სურს მშვი­დო­ბა, უნდა იფიქ­როს, თუ რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ რუ­სე­ბი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ არა ახა­ლი მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმე­ბის­თვის, არა­მედ ომის დას­რუ­ლე­ბის­თვის. ზე­ლენ­სკის მტკი­ცე­ბით, მსოფ­ლი­ოს აქვს ძალა, რომ ეს უზ­რუნ­ველ­ყოს.