ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების რადიო ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, გალი ბაჰარავ-მიარა, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები.
გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ