თურქეთ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ წარმოშობით ქართველი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე აირჩიეს.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთ–საქართველოს ბიზნეს საბჭო აგრძელებს საქმიანობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ორმხრივი ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
„თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია, რომელთაც მტკიცე კავშირები აქვთ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული და უცხოური ინვესტიციები იზრდება. გვჯერა, რომ მომავალში ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. DEİK გააგრძელებს წვლილის შეტანას თურქეთ–საქართველოს ვაჭრობის განვითარებაში მთავრობებთან, დიპლომატებთან და წევრ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
რა არის DEİK?
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEİK) დაარსდა 1985 წელს და წარმოადგენს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ქოლგა ორგანიზაციას. DEİK მხარს უჭერს თურქული ბიზნეს სამყაროს საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ — საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო ინვესტიციების, მომსახურების, სამშენებლო კონტრაქტორობისა და ლოჯისტიკის სფეროებში.
დღეს DEİK საქმიანობს 152 ქვეყანაში მოქმედი ბიზნეს საბჭოების მეშვეობით, რომლებიც თურქეთის კერძო სექტორს საერთაშორისო პარტნიორებთან აკავშირებს. ორგანიზაცია მჭიდრო თანამშრომლობას ახორციელებს სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. DEİK-ის მიზანია ხელი შეუწყოს თურქეთის ექსპორტის ზრდას, ახალი საინვესტიციო და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას და მდგრადი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
თურქეთ–საქართველოს ბიზნეს საბჭო ამ ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას ორი ქვეყნის შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ორმხრივი ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
თურქეთ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა არჩეული ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ასევე არის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ასოციაცია დაარსდა 2009 წლის 15 ივლისს. მისი სახელწოდებაა „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია“
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე არის წარმოშობით ქართველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.




