საგამოძიებო: ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.
უწყების თანახმად, ილია ღუდუშაური მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
საგამოძიებოს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი – 8 525 876 ლარი შესთავაზა.