ამ წუთებში-ჩოხატაურის მუნიციპალურ საკრებულოში დეპუტატები იკრიბებიან-ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკრებულო, რომლის საგანგებო სხდომა 12 საათზე დაიწყება, პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილ და ამჟამად დაკავებულ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს – უფლებამოსილებას შეუჩერებენ.
შარაშიძე, გუშინ, სამართალდამცველებმა, ოზურგეთის ერთ ერთ რესტორანში, პოლიციელის ცემის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის მიერ იძებნება კიდევ ორი პირი.




