შსს – დაკავებულია პირი, რომელიც ოჯახის წევრზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა.

უწყების ცნობით, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 2005 წელს დაბადებულ პირს, ძალადობდა სექსუალურად. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად მან თვითმკვლელობა სცადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით – 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს, ასევე, ძალადობდა სექსუალურად. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?