აზოტის ქარხანაში გაფიცვა გრძელდება – თანამშრომლები ხელფასის მინიმუმ 300 ლარით მომატებას და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას და გასაუბრებას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლების თქმით, ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული ხელფასის 4%-იანი ზრდა თანამშრომლების დაცინვა და დამცირებაა. მათი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მინიმუმ 300-ლარიან მატებას არ მიიღებენ.
ამასთან, აზოტის ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, დღეს, 12 საათის შემდეგ, საქმეში მათ მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული პროფკავშირი ჩაერთვება.
გაფიცულები ვართ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დირექციასთან გვქონდა დაახლოებით 3-4 შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე გამოვედით 4%-იანი მატებით, რომელიც არ არის მატება, ეს არის უბრალოდ ხალხის დამცირება. ჩვენ შევწყვეტთ პროტესტს, როდესაც იქნება 300-ლარიანი მატება, იქამდე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით გაფიცულები.
დღეს, 12 საათის შემდეგ, რუსთავის აზოტის თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული პროფკავშირი ჩაეშვება საქმეში და ალტერნატიული პროფკავშირი დაიწყებს საქმის წარმოებას ისე როგორც წესი და რიგია.
ცენტრალური პროფკავშირი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ აქ მოსვლა, თქვენ აქ ვერ მოხვალთ, თქვენ აქ ვერ გაჩერდებით, ამ საქმეში ვერ ჩაერევით,” – განაცხადა რუსთავის აზოტის ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.




