ირაკლი აბესაძე: შემდეგი უწყება, რომელსაც მიადგებიან არის თბილისის მერია

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნება” “ხმაურიანი დაკავებების” შემდეგ ეტაპზე “თბილისის მერიას მიადგება”.

ირაკლი აბესაძე კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ის [კალაძე] მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს.

აბესაძის თქმით, ამ “სასაცილო, საკუთარი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი” განცხადებით თბილისის მერმა სცადა თავი აერიდებინა მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

მისი თქმით, უწყების ხელმძღვანელის როლი ზუსტად იმაშია, რომ “სისტემა მართოს იმდაგვარად, რომ სისტემა თავის ფუნქციას ასრულებდეს”.

კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შიგნიდან გამომდინარე, შემდეგი უწყება, რომელსაც მიადგებიან ეს არის თბილისის მერია… პირადად კალაძეს გაუყენებენ ციხის გზას, თუ აკმარებენ ეს ვნახოთ და ეს ასევე პოლიტიკური გარჩევის და შიდა პოლიტიკური ჯახის ამბავია….

სამარცხვინო არის ეს განცხადება, საზოგადოებას რომ ესმოდეს, უწყების ხელმძღვანელის მთელი როლი ზუსტად იმაშია, რომ სისტემა მართოს იმდაგვარად, რომ სისტემა თავის ფუნქციას ასრულებდეს და ფულს არ იპარავდნენ, თორემ კალაძე თავად არც გზას აგებს, არც საბავშვო ბაღს აშენებს, არც ბავშვებს აჭმევს, არც მოხუცთა თავშესაფარში დადის, არც სოციალურად დაუცველთა სასადილოში სუპს არ ხარშავს. კალაძე რეალურად არის მმართველი სისტემის და როდესაც ამ სისტემის ერთი რგოლი, მაგალითად საბავშვო ბაღების სისტემა აღმოჩნდა, რომ სრულად იყო კორუმპირებული და დანარჩენი რგოლების მხილება წინ გვაქვს, როდესაც მმართველი ამ სისტემის გეუბნება, რომ მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ, ეს ნიშნავს, რომ თავისივე განცხადებით, ის არაფერს არ აკეთებდა და მისი ადგილი მაშინ ნამდვილად არ არის ამხელა სისტემის ხელმძღვანელად. 

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ის ცდილობს თავი დაიცვას, ის ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და ასეთ სასაცილო, საკუთარი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი აღიარების გაკეთება უწევს…” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)