სალომე სიმონია: 2,4 მილიონი ლარის კერძო სახლი; 3 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთები… თურმე, ბერეკაშვილს მისი მრავალ მილიონიანი ბიზნესები მიუტოვებია და დღე და ღამე ამ გაჭირვებულ ხალხზე ზრუნავს

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 2,4 მილიონი ლარის კერძო სახლი
● 3 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთები
● 5,4 მლნ. შემოსავალი კომპანიიდან
● 3,5 მლნ. ლარის გადარიცხვები
● 847 000 ლარის 2 ავტომობილი
● 741 870 ლარი ანგარიშებზე
● 144 600 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 732 315 დახარჯა 1 წლის საყიდლებში
● 86 275 ლარი მკურნალობისთვის
● 37 307 ლარი განათლებისთვის
● 319 300 ლარი მოგზაურობისთვის
ეს ოცნების დეპუტატის, შოთა ბერეკაშვილისა და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონებაა. ორივე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. მის კომპანიას “ბკ ქონსთრაქშენს” 53 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, 46 მილიონი ბოლო 3 წელში. შარშან 60 000 ლარი ოცნებას შესწირა. (იხ. კომენტარი)
1,3 მილიონი ადამიანი შემწეობას ოფიციალურად ითხოვს. აქედან, 708 ათასი სოციალურად დაუცველი თვეში 30-60 ლარიან დახმარებას იღებს. 350 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
თურმე, ბერეკაშვილს მისი მრავალ მილიონიანი ბიზნესები მიუტოვებია და დღე და ღამე ამ გაჭირვებულ ხალხზე ზრუნავს. ახლა გაძვირებული ფასების საპარლამენტო კომისიაც მას აბარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ევროპელი სამხედროების მცირე რაოდენობით განთავსებას და აშშ-ის მხარდაჭერას, მაგრამ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა

სალომე სამადაშვილი: სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, ემიგრანტის გადმორიცხული ფულით არსებობს და აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე, მასაც შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? – აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ