მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯეიხუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა, შედეგად 2 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
უკვე არ შემიძლია. დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა დაგვეღუპა მარნეულში. ისევ ავტოსაგზაო შემთხვევა და ისევ სიჩქარე. BMW ტიპის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა და ადგილზევე ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
ტრაგედიის ადგილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაიდარი.
ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს და მთელ მარნეულს.
ხალხო რა ხდება ვინმე გამოასწორებს ამ უბედურებს?!” – წერს ჯეიხუნ მუჰამედალი.




