გაშიფრულია სქემა – ვინ ტეხავდა სავაჭრო ქსელებს და ვისთან მიდიოდა ფული (ვიდეო)

გაშიფრულია სქემა, ვინ ტეხავდა სავაჭრო ქსელებს თბილისის მასშტაბით და სად მიდიოდა მოპარული პროდუქცია. მოვაჭრეები მომპარავები და ჯგუფის ლიდერი – ჯამში ბანდის 6 წევრი დააკავეს. ხელბორკილი დაადეს 2 არასრულწლოვანსაც, რომლებსაც ბანდის ლიდერი მაღაზიებიდან კვების პროდუქტების მოპარვას გაქურდვას აიძულებდა.

სქემა ასეთი იყო – სკოლის მოსწავლეებს აიძულებდნენ, წინასწარ შერჩეული ობიექტებიდან პროდუქციის მოპარვას. ძირითადად იყო კარაქი, ყავა ალკოჰოლი. მოპარული საქონელი მიდიოდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე საბითუმო მაღაზიებში. აქ გამყიდველები საბაზრო იაფად ყიდულობდნენ მოპარულ საკვებს. ფულის 80% მიდიოდა ე.წ. მაყურებელთან მეტსახელად “მუროსთან”, 20% არასრულწლოვანებს რჩებოდათ.

გასაქურდი მაღაზიების სიას “მურო” ადგენდა. ხელქვეითებს ტაქსის უძახებდა და წინასწარ ეუბნებოდა, რომელი მაღაზია უნდა გაეტანათ სად მიეტანათ ნაქურდალი.

პოლიციამ სპეცოპერაცია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ,,ქალაქის გულში,, ჩაატარა. დალუქულია 3 სავაჭრო ჯიხური, სადაც ნაქურდალი პროდუქცია იყიდებოდა.  სამართალდამცველებმა ხელბორკილი ტკბილეულობით მოვაჭრე 2 ქალს და 1 მამაკაცს დაადეს.