ბათუმის მერიასთან გონიოს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმის მერიასთან გონიოს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები საკუთრების აღიარებას ითხოვენ. მათი თქმით, საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ერთ დროს სახელმწიფომ გადასცა, თუმცა მოგვიანებით ჩამოართვა.
მოსახლეობის თქმით, საკუთრების აღიარებას ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ბათუმის მერიასთან კარვების გაშლას გეგმავენ.