სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ დამფუძნებლის, დავით კოხრეიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ორი წლის წინ სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების შესახებ დაწყებული რეფორმა მათთვის მტკივნეული იყო, ისინი დაეთანხმნენ.
როგორც კოხრეიძემ ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განმარტა, სავარაუდოდ, საუბარი იქნება არა მხოლოდ მედიკამენტების ფასებზე, არამედ ბავშვთა კვებაზეც.
“დაწყებულია წამლების შესახებ რეფორმა. სახელმწიფომ დააკორექტირა ფასი. დისტრიბუციაც და “რითეილიც” შეეგუა ამ ცვლილებას. ბოლო 2 წელია ჩვენ ამ ცვლილებებში ვართ. შესაბამისად, კიდევ მოვისმენთ, რა ცვლილებებზეა საუბარი. ორი სხვადასხვა თემაა, საკვები და წამლები. უკვე არსებობს სახელმწიფოს რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღეს თუ რამე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს, რომ ამ მიმართულებით გაატაროს, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ და ვითანამშრომლოთ. 2 წლის წინ სახელმწიფო იყო ინიციატორი და ჩვენც ამ რეფორმას გავყევით, მტკივნეული იყო, მაგრამ გავყევით. საბოლოოდ, მოხდა კომპანიების გადაწყობა. თუ კიდევ რეფორმა იგეგმება, ჯერ არ ვიცით, პირველი შეხვედრა არის. ყველაფერი მორგებითია, თავიდანაც დაიწყო, იყო მთავრობასთან შეთანხმებული თემა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ დღეს მგონი წამლებზე უწყვეტობა არის და ყველაფერი ნორმაშია”,- განაცხადა დავით კოხრეიძემ.
მისი თქმით, მათ კომპანიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოკვლევა არ დაწყებულა.




