სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, სირიისა და რუსეთის პრეზიდენტები ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

„შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ“, – აღნიშნა პესკოვმა.